ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

თეთრი სახლი ჩინეთზე: არავის მივცემთ საშუალებას, რუსეთს აუნაზღაუროს სამხედრო დანაკარგები

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს აფთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას აღმოუჩენს, ამას “მნიშვნელოვანი შედეგები” მოჰყვება. როგორც The Guardian თეთრი სახლის პრეს-სპიკერზე, ჯენ ფსაკიზე დაყრდნობით იუწყება, მათ შორის, საუბარია ეკონომიკურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს.

“თუ ისინი რუსეთს სამხედრო ან სხვა სახის დახმარებას გაუწევენ, ამას მნიშნელოვანი შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ავუხსენით პეკინს, რომ უმოქმედოდ არ ვიქნებით. არც ერთ ქვეყანას არ მივცემთ საშუალებას, აუნაზღაუროს რუსეთის დანაკარგები”, – აცხადებს ჯენ ფსაკი.

თეთრ სახლში არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა რუსეთმა ჩინეთისგან რაიმე სახის სამხედრო დახმარება რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ცნობისთვის, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ფინანსური დახმარება და ასევე, სამხედროებისთვის საკვები სთხოვა და პასუხიც მიიღო, რომ ჩინეთი მზადაა რუსეთს სამხედრო ძალით დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშთაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....