ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

CNN: რუსეთმა ჩინეთს სამხედროებისთვის საკვები სთხოვა

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ფინანსურს დახმარებასთან ერთად სამხედროებისთვის საკვები სთხოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თხოვნებს შორის, იყო წინასწარ შეფუთული, სამხედრო საკვების ულუფები, რომლებიც აშშ-ში ცნობილია როგორც “მზა საკვები”.

ეს მოთხოვნა ხაზს უსვამს ძირითად ლოგისტიკურ გამოწვევებს, რომლებმაც სამხედრო ანალიტიკოსების და ოფიციალური პირების ცნობით, ხელი შეუშალა რუსეთის პროგრესს უკრაინაში – ასევე აჩენს კითხვებს რუსი სამხედროების ფუნდამენტურ მზადყოფნაზე.

“ქვედანაყოფები რეგულარულად სცილდებიან თავიანთ კოლონებს და ღია წყაროების ანგარიშებში ნაჩვენებია, რომ რუსი ჯარები შეიჭრნენ სასურსათო მაღაზიებში საკვების საძიებლად”,- წერს მედია.

როგორც მედია იუწყება, ჩინეთი მზად არის რუსეთს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს და ეს ხელს შეუწყობს სისხლიანი კონფლიქტის გახანგრძლივებას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს შეიწირავს… ასევე აძლიერებს ავტორიტარულ ალიანსს შეერთებულ შტატებთან პირდაპირ კონკურენციაში.

“რომში ინტენსიური, შვიდსაათიანი შეხვედრის დროს, პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ გააფრთხილა მისი ჩინელი კოლეგა “პოტენციური შედეგების” შესახებ, რომელიც ჩინეთს მოუწევს რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში”, – წერს მედია.

 

 

იტვირთბა....