ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჩინეთი მზადაა რუსეთს სამხედრო ძალით დაეხმაროს – CNN

ჩინეთი მზადაა რუსეთს უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად სამხედრო ძალით დაეხმაროს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორისაა სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ამასთან, სხვა კატეგორიის იარაღი, რაც რუსეთმა მოითხოვა, მოიაცავს დრონებს, სადაზვერვო აღჭურვილობას, ბრონირებულ მანქანებს და მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკისა და მხარდაჭერისთვის.

როგორც მედია იუწყება, ჩინეთი მზად არის რუსეთს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს და ეს ხელს შეუწყობს სისხლიანი კონფლიქტის გახანგრძლივებას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს შეიწირავს… ასევე აძლიერებს ავტორიტარულ ალიანსს შეერთებულ შტატებთან პირდაპირ კონკურენციაში.

“რომში ინტენსიური, შვიდსაათიანი შეხვედრის დროს, პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ გააფრთხილა მისი ჩინელი კოლეგა “პოტენციური შედეგების” შესახებ, რომელიც ჩინეთს მოუწევს რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში”, – წერს მედია.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ოკუპანტების აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....