პოლიტიკა

რაქვიაშვილი: პრეზიდენტს სრულად ვეთანხმები, სწორი აქცენტები იყო გაკეთებული

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გზავნილები პარლამენტში გამოსვლისას, სწორი და დროული იყო.

“პრეზიდენტს სრულიად ვეთანხმები, ძალიან სწორი აქცენტები იყო გაკეთებული და ძალიან რთული იყო, გაგვეკრიტიკებინა. ფაქტობრივად, გაიმეორა ყველა ის ძირითადი გზავნილი, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლებელია, ჩვენ უფრო წინ დავაყენოთ ვიწროპარტიული ინტერესები, ვიდრე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ევროპასთან ინტეგრაცია”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....