ახალი ამბები პოლიტიკა ციტატა

უგულავა: პრეზიდენტი სცოდავს, როცა სააკაშვილი ციხეშია და არაფერს აკეთებს

[su_quote]კარგი იქნებოდა “ოდნავ ზევით” მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემეტარულს ანსხვავებს – ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ არასდროს სვამს:

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ციხეშია და არაფერს აკეთებს;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის ,,Не выносят сор из избы” მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტ მთავრობაზე;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოყავდა არგუმენტებად თავის პრესკონფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს;[/su_quote]

ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგი უგულავა, პარლამენტში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას.

ცნობისთვის, დღეს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალების თემას ხელახლა არ განიხილავს და საკითხზე პასუხი უკვე გაცემულია.

იტვირთბა....