მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, ოკუპანტებმა მოსახლოებას ქალაქის დატოვების საშუალება მისცეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 50-ზე მეტმა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მიემართება ზაპოროჟიესკენ.
“ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს დუმილის რეჟიმი და ჰუმანიტარული დერეფანი კერძო ტრანსპორტისთვის მიმართულებით – გასასვლელი სოფელ მელექინოსკენ – სოფელი პორტოვსკოე – სოფელი მანგუში – ბერდიანსკი – ზაპოროჟიე.
50-ზე მეტმა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მიემართება ზაპოროჟიესკენ. ამ დროისთვის საგუშაგოების გავლა არ იწვევს პრობლემებს”, – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურად ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას ამ დერეფნის მიმართულებით.