ახალი ამბები პოლიტიკა

ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო – ზურაბიშვილი

[su_quote]არ მესმის და ვერ შევეგუები, რომ ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, პოლარიზაციის დასრულების მაგივრად ივიწყებთ იმას რაც ასახულია ჩვენს გერბზე – ძალა ერთობაშია.

საზოგადოება თქვენზე მეტად შეგნებულია, ხალხში ერთობის შეგრძნებამ უკვე გაიღვიძა, რასაც თქვენში ვერ ვხედავ. პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს, ქვეყნის და ხალხის წინაშე.

ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა მცდარია და ქვეყნისთვის დამაზიანებელია. იწვევს დაყოფას, გვასუსტებს და იწვევს უთანხმოებას.

ხელისუფლება ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს. შიშით გამოწვეული ვერცერთი ფაქტორი ვერ ამართლებს იმას, რომ სიტყვით მაინც დადგე იქ სადაც საჭიროა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა გადაწყვეტილების მიღებაში. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო და არცერთხელ არ განხილულა უსაფრთხოების საკითხები.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

იტვირთბა....