ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის – საქალაქო ადმინისტრაცია

კიევი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის, –  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს.

„ქალაქი ბლოკადის შესაძლო მოქმედებებისთვის ემზადება. ის ორი მილიონი კიეველი, რომელთაც თავისი სახლები არ დატოვეს, გაუარესებულ მდგომარეობასთან პირისპირ არ დარჩებიან. დედაქალაქის მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობის გზით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გაიხსნას აფთიაქები, მაღაზიები და მისაღები ფასები იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქი უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ კიევის მაღაზიების მომარაგება უმოკლეს დროში შეძლეს.

„გარდა ამისა, ქალაქში მიმდინარეობს პენსიებისა და ხელფასების დარიცხვა, ამიტომ ვთხოვთ კიევის მცხოვრებლებს, რომ, შეძლებისდაგვარად, სურსათის შეძენის გარდა, კომუნალური გადასახადებიც გადაიხადონ, რომელსაც სრული დატვირთვით იღებენ. ამასთანავე, დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენ გვერდით არის!“, – ნათქვამია კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იტვირთბა....