ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კასპის მერიამ უკრაინისთვის რუსული წარმოების მაკარონი შეაგროვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინელთა დასახმარებლად დაახლოებით 10 ტომარა რუსული წარმოების მაკარონ “უველკას” აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. აღნიშნული მარკის პროდუქციის საწარმო რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში მდებარეობს.

როგორც qartli.ge წერს, კასპის მერიაში განუცხადეს, რომ უკრაინაში რუსული და ბელორუსის მიერ წარმოებული პროდუქტები არ იგზავნება, თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, მაშინ რისთვის მოხდა რუსული პროდუქტის შეგროვება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის მერია საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების ინიციატივას უერთდებოდა, მერიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშთაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....