aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი: არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა სანქციებს გაუმკლავდება.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იყო, ქვეყანა გაუმკლავდება მათ და არ იცხოვრებს გაჭირვებაში”, – განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მან აშშ-ის ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ აღემატება.

“ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი უბრალოდ იმალებიან ამ გადაწყვეტილებების მიღმა, რათა კიდევ ერთხელ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.

 

 

იტვირთბა....