ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პესკოვი: აშშ-მა პრაქტიკულად, ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა

“ეჭვგარეშეა, შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა და ისინი აწარმოებენ ამ დე ფაქტო ომს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს აშშ-ს მხრიდან დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას – იმ ფონზე, რომ “აშშ რუსეთისადმი სანქციებით ზეწოლაში მთელი მსოფლიოს ჩართვას ცდილობს”, რაში ხედავს მოსკოვი გამოსავალს, რომ ამ ომში არ დამარცხდეს, პესკოვმა უპასუხა – “იმის კეთებაში, რაც საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი ინტერესებისთვის”.

პესკოვმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება რუსეთის პასუხი სანქციებზე.

“ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვენ. ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი არ შემიძლია”, – თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, მას მკაცრ სანქციებს უწესებენ როგორც მსოფლიოს ქვეყნები, ასევე, გავლენიანი ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები.

 

იტვირთბა....