ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ომის დასრულება მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირ მოლაპარაკებას შეუძლია – ზელენსკი

მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბილდის” ჟურნალისტი, პოლ რონცჰაიმერი ზელენსკის: რას იტყვით დონბასის დამოუკიდებლობის მიღებაზე და ყირიმის რუსეთში გადასვლაზე? რის დათმობას აპირებთ მშვიდობისთვის?

ზელენსკი: „აქ არ არის იმაზე საუბარი, თუ რისი გაღება და დათმობა შემიძლია. ყოველი მოლაპარაკების დროს ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება, ასევე მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად.

კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი და მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად – ამიტომაც უწოდებენ მათ კომპრომისებს. ეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

იტვირთბა....