aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი გაგიჟდა – რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინი გაგიჟდა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ალფრედ კოხმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა უბრალოდ გააფრინა და ეჩვენება, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.

“პუტინი გაგიჟდა..მისი ქმედებები უკვე არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება.  ის უკვე ავადმყოფურად მოქმედებს და ეჩვენება, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. მისი ლოგიკის განსაზღვრა შეუძლებელია, მან უბრალოდ გააფრინა. პირველად მსოფლიო ისტორიაში ხდება ის, რომ ატომური იარაღი არა ავანტიურისტის, არამედ შეშლილის ხელშია. მისი სიგიჟე უკვე ყველაფერში, მათ შორის მის მანერებშიც გამოიხატება”, – აცხადებს ალფრედ კოხი.

 

უცხოური მედიიდან ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანს ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

იტვირთბა....