aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პოლონეთი ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონეთი ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობამ გუშინ მიიღო.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლონეთის მთავრობა სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს – MIG-29 თვითმფრინავების მფლობელებს – იმოქმედონ იმავე პრინციპით.

“პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს ყველა თავისი MIG-29 თვითმფრინავი რამშტეინის საავიაციო ბაზაზე და განათავსოს ისინი Ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში.

ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს, მოგვაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. 

პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს – MIG-29 თვითმფრინავების მფლობელებს – იმოქმედონ იმავე პრინციპით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

იტვირთბა....