ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ჯო ბაიდენი: უკრაინა არასდროს დაუხრის თავს პუტინს, ის ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის ხელში ჩაგდებას.

მისივე თქმით, უკრაინელმა ხალხმა უპრეცედენტო სიმამაცე აჩვენა.

“2 მილიონი უკრაინელი, დღეის მონაცემებით, არის ლტოლვილი. უკრაინა არასდროს დაუხრის თავს პუტინს. პუტინმა შეიძლება აიღოს რამდენიმე ქალაქი, მაგრამ ის ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი – უპრეცედენტო სიმამაცე აჩვენეს. ისინი დაიცავენ თავიანთ თავისუფლებას, დემოკრატიას, თავიან სიცოცხლეს. ჩვენ კი ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებით მუდმივად გავუწევთ მათ მხარდაჭერას და დახმარებას,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე.

იტვირთბა....