საკვები სოდის სილამაზის სამსახურში ყოფნა დიდი ხანია ცნობილია. ის შესაძლოა გამოიყენოთ როგორც კანის, ასევე თმის მოსავლელად:
კანის მოვლისთვის – სოდა კანზე მოქმედებს როგორც დამატენიანებელი, ასევე გამწმენდი საშუალების სახით. მისი ზემოქმედებით კანი ნაზი და გლუვი ხდება. საკვები სოდა კანს მკვდარ უჯრედებს აცლის და მის განახლებას უზრუნველყოფს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სხეულის, ასევე სახის კანისთვის.
შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია და სოდა ერთმანეთს, დაასხით ასევე სუფრის კოვზი წყალი. მიღებული მასით დაიზილეთ სხეული წრიული მოძრაობებით. თუ მასას სახის კანისთვის გამოიყენებთ, მეტი სიფრთხილით შეიზილეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ რეცეპტის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც ყოველ დღე. უკუჩვენება არ ახასიათებს.
თმის მოვლისთვის – დაამატეთ სოდა თქვენს შამპუნს. შეიზილეთ თმაში ისე, როგორც ჩვეულებრივი შამპუნის გამოყენებისას და ჩამოიბანეთ. ეს მასა თმას დამატებით სისუფთავეს შესძენს. რეცეპტი გამოიყენეთ მხოლოდ თვეში ერთხელ.