აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ 110 დოლარს აღემატება, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე არსებულ ფასებთან შედარებით 55%-ით მეტია

მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასი კვლავ 110 დოლარს აღემატება, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე არსებულ ფასებთან შედარებით 55%-ით მეტია.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დღეს ერთი ბარელის ფასი 113 დოლარია, მაშინ, როდესაც გუშინ 116 დოლარი იყო.

„მაგრამ როდესაც ნავთობის ფასი მუდმივად ბარელზე 100 დოლარს აღემატება, ეს ნეგატიური ამბავია ავტომობილის საწვავით შევსების დროს, სახლის გათბობისთვის და, ზოგადად, მთელი ეკონომიკისთვის“, – იტყობინება „სქაი ნიუსი“.

28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ იერიშების დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტეს დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.

იტვირთბა....