ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“დაე ომმა გამოკვებოს რუსები” – ზელენსკიმ მსოფლიოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს, – აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიომ დღეს რუსეთისგან ფინანსური მოგებაზე და სარგებელზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს.

“ძვირფასო უკრაინელებო, უკვე 12-ე დღეა რუსული აგრესიისგან თავს ვიცავთ. ომი და მკვლელობა ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა ომი ჩვენამდე მაინც მოიტანეს. იძულებულები ვართ ავიტანოთ და გადავლახოთ ის რაც ევროპის არც ერთ ქვეყანას 75 წელია არ გადაუტანია. დღეს უკრაინაში ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხიც წყდება. ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარება ჩვენ პარტნიორებს და მეგობრებს აქტიურად ვესაუბრები.

თუ რუსეთი არ შეწყვეტს ჩვენს ქვეყანაში ომს და უარს არ იტყვის ჯარის გაყვანაზე, დასავლეთი ვალდებული იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს. ამასთან დააწესოს ემბარგო. სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ რუსულ პროდუქციას. საერთაშორისო საზოგადოებამ დაძლიოს შიში და უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. მსოფლიომ დღეს რუსეთისგან ფინანსური მოგებაზე და სარგებელზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან ახლოს, რუსული გემი ჩაძირეს.

იტვირთბა....