ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რეზნიკოვი: რუს ოკუპანტებს სიურპრიზი ელოდებათ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან “ფეისბუქზე” გასული თერთმეტდღიანი გმირული წინააღმდეგობის შედეგების შემდეგ გაავრცელა.

მისი თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 50 ათასზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მიიღეს.

“იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ – ეს დელიკატური მომენტია. დაე, მტრისთვის ეს სიურპრიზი იყოს. მინდა იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა”, – აღნიშნა მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინის გამარჯვების საფუძველს მათი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი ძალების მოქმედებები ამყარებს.

“ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სფეროში დახმარების მიღებაზე. მაგრამ ჩვენი გამარჯვების გარდაუვალობას ნდობას მატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

იტვირთბა....