aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოზე: მიუღებელია რუსეთთან ვაჭრობა მაშინ, როდესაც უკრაინას ბომბავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიუღებელია რუსეთთან ვაჭრობა მაშინ, როდესაც უკრაინას ბომბავენ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინა მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობაც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

“ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, მიუღებელია

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს, რომლის ხელმძღვანელობაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სჩადის ომის დანაშაულებს უკრაინაში.

რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთება დამატებით რესურსებს იძლევა რუსეთმა გააგრძელოს სისხლიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, კარგად აქვს გააზრებული ომის საშინელებები, რასაც ახლა უკრაინელები აწყდებიან. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებას ალბათ დაავიწყდა და ახლა ცდილობს გამოიყენოს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების ექსპორტს სთავაზობს.

ამავდროულად, ქართული საწარმოები რძის პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე უარს აცხადებენ.

იტვირთბა....