ქართული საწარმოები რძის პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე უარს აცხადებენ, – აღნიშნულის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კახაბერ კონიაშვილი ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ისინი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას გეგმავენ.
“ასოციაციის სახელით პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, ამ ვითარებაში არცერთი ქართული კომპანია არ აპირებს, რომ ქართული რძის პროდუქტი შეიტანოს რუსეთის ბაზარზე. ერთადერთი რაც შეგვიძლაი ისაა, რომ ჰუმანიტარული პროგრამაში ვიყოთ ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთების შეტანაში”, – აცხადებს კონიაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების ექსპორტს სთავაზობს.