ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო

რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების ექსპორტს სთავაზობს

რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების ექსპორტს სთავაზობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) გაავრცელა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად მიიღეს.

“როსსელხორნადზორმა” დააინიცირა მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო საქართველოდან” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ 5 მარტს უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკება გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან: ივან სმილგინთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და გოშგარ ილაჰი ოღლუ თაჰმაზლისთან.

გარდა ამისა, საქართველოსა და აზერბაიჯანის საწარმოთა სიები გაეგზავნა EU წევრი ქვეყნების ვეტერინარული მედიცინის დარგის უფლებამოსილ ორგანოებს იმ ორგანიზაციებისა და პირების რეესტრში შესატანად, რომლებიც ეწევიან კონტროლირებადი საქონლის წარმოებას, გადამუშავებას და (ან) შენახვას.

იტვირთბა....