ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

არახამიამ რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პრობლემური საკითხები დაასახელა

უკრაინის უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, რაც ხელს უშლის მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ერთადერთი ნაწილი, რაზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლებსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვაღიაროთ. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის”, – განაცხადა არახამიამ.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის დელეგაცია არ არის მზად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად. მისი თქმით, უკრაინული მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცეა.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სხვა დინამიური ვარიანტი, მაგრამ არა ამ ტერიტორიების აღიარება“, – დასძინა არახამიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, კრემლი მორიგ პროვოკაციას ამზადებს.

იტვირთბა....