ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კრემლი მორიგ პროვოკაციას ამზადებს – უკრაინის სასაზღვრო უწყება

კრემლი უკრაინის სამხრეთში, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული  რეგიონების გარკვეული ტერიტორიებზე მაცხოვრებლების გამოყენებით პროვოკაციების განხორციელებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გუშინ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოვიდა მატარებელი 1-ლი არმიის კორპუსის 131-ე მსროლელი პოლკის პერსონალით, რომელიც მობილიზებული იყო რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უახლოეს მომავალში კრემლი გეგმავს გამოიყენონ ეს პირები პროვოკაციების განსახორციელებლად უკრაინის სამხრეთ რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„გარდა ამისა, ეს ადამიანები შეიძლება გამოიყენონ ადგილობრივ მცხოვრებლებად პროპაგანდისტული სურათებისთვის, რადგან ოკუპანტებმა ვერ დაარღვიეს უკრაინის მოსახლეობის სული“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უახლოეს მომავალში შეუძლია განახორციელოს პროვოკაციები მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, ORDLO-ში მობილიზებული ადამიანების გამოყენებით.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში უკვე გარდაიცვალა 38 ბავშვი, 71 კი დაშავდა.

იტვირთბა....