ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

მორალური სული გაუტეხელია…კიევს ნებისმიერ ფასად დავიცავთ – კლიჩკო

მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო! ბრძოლა კიევთან ახლოს მიმდინარეობს. ქალაქი, დედაქალაქის დასაცავად და ომის რთულ პირობებში მცხოვრებთა სიცოცხლის დაზღვევისთვის ყველა რესურსს აგროვებს.

დღეს მე მანქანით გავიარე რამდენიმე გზა, რომელიც კიევის შესასვლელთანაა მოწყობილი. ჩვენი სამხედრო, ტერიტორიული თავდაცვის ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია და მტრის დამარცხების მტკიცე განწყობაც აქვს. მორალური სული გაუტეხელია! და ისინი ამბობენ, რომ კიევს ნებისმიერ ფასად დაიცავენ.

კიევი ჩვენი სახელმწიფოს გულია და ის მთელი ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის! ჩვენ არ დავთმობთ კიევს. ვინარჩუნებთ გამძლეობას, ერთად ვდგავართ! დიდება უკრაინას.

 

აღნიშნულის შესახებ, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში უკვე გარდაიცვალა 38 ბავშვი, 71 კი დაშავდა.

იტვირთბა....