ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პუტინის თავდასხმის მარცხი.

ჯონსონის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს:  უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისთვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას, რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაძლიერებას, რუსეთის მოქმედებების “მცოცავი ნორმალიზაციის” თავიდან არიდებას, უსაფრთხოების განმტკიცებას მთელ ევროატლანტიკურ რეგიონში, დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენებას პროცესში კიევის სრული ჩართულობით.

“არ არის საკმარისი გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის – ჩვენ უნდა დავიცვათ იგი,  სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწერის მუდმივი მცდელობისგან“, – თქვა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის შეჩერების პირობა დაასახელა.

იტვირთბა....