ახალი ამბები მსოფლიო

კრემლში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა აღარ ჩატარდეს

კრემლში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა აღარ ჩატარდეს, – ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ დარბაზში, რომელიც 6 000-ზე მეტ სტუმარს იტევს, ამ დროისთვის მხოლოდ 300-მდე ბილეთია გაყიდული.

როგორც ცნობილია დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსრულებლები: თამარ გვერდწითელი, ქეთა თოფურია და სოსო პავლიაშვილი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხსენებულმა საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც თოფურიამ და გვერდწითელმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს – უარის მიზეზი არ დაკონკრეტებულა.

უცნობია იმღერებს თუ არა კრემლში სოსო პავლიაშვილი.

იტვირთბა....