ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

ზელენსკი NATO-ს: დღეიდან, ვინც დაიღუპება, თქვენი ბრალიც იქნება

[su_quote]დღეს НАТО-ს სამიტი ჩატარდა. ეს იყო სუსტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელზეც გამოჩნდა, რომ ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველასთვის არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს თავდასხმის გაგრძელება, როგორც მოახერხებს, ისე. 10 დღეა, ვხედავთ სასტიკ ომს, ჩვენი ქალაქების განადგურებას, ჩვენი ხალხის, ბავშვების დახოცვას, ჩვენი დასახლებული კვარტლების, ეკლესიების, სკოლების მისამართით სროლას – ყველაფრის განადგურებას, რაც ნორმალურ, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და მათ ამის გაგრძელება სურთ. იცოდა რა, რომ ახალი შეტევები გარდაუვალია, НАТО-მ შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. ჩვენ ვთვლით, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნდეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა ალიანსის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პროვოცირებას მოახდენდა. ეს იმ ადამიანების თვითდაჰიპნოზებაა, ვინც სუსტია, თავდაუჯერებელია იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, ბევრად უფრო ძლიერ იარაღს ფლობდეს, ვიდრე ჩვენ. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე, ადამიანობაზე. რაზე ფიქრობდით მაგ სხდომაზე? ხალხი, რომელიც ამ დღიდან დაიღუპება, თქვენს გამოც დაიღუპება, თქვენი შეუთანხმებლობის გამო[/su_quote]

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

იტვირთბა....