უკრაინა რუსეთის რეგიონებს, მათ შორის მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებს დრონებით უტევს – ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. მოსკოვის მერი ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 13-მდე დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის გამო მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში რეისები დროებით შეზღუდულია. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით კი რეგიონში დრონების მასიური თავდასხმა დილიდანაა და მისი მტკიცებით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 120 დრონია განადგურებული.
იტვირთბა....

