[su_quote] ამ ფოტომ შემზარა! შემოსული თანხა ამ მოსწავლეებს და მასწავლებლებს უნდა ჩავურიცხოთ. სარდაფში, ჩამუხლულები იღებენ განათლებას. იცით, ეს ყველაზე რთული და საჭირო გაკვეთილებია – სიცოცხლის, თავისუფლების, გამარჯვების, მომავლის იმედის გაკვეთილები.[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.
ცნობისთვის, ლადო აფხაზავა უკრაინის მხარდასაჭერად დედის ნაჩუქარ ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას ყიდის.