ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბორელი: უკრაინაში მსხვერპლია უამრავი სამოქალაქო პირი, ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსული არმია უკრაინაში “ყველაფერს ბომბავს”.

ევროკომისარმა ვლადიმირ პუტინს მიმართა და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის ომის მახინჯი სახე, რომელიც კვლავ ამოიფრქვა ჩვენს საზღვრებთან. რუსები ბომბავენ და ესვრიან ყველაფერს: საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს. მსხვერპლია უამრავი სამოქალაქო პირი. ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა.

პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ჩვენ დავრჩებით ერთიანები ამ მოწოდებაში. შეწყვიტოს ომი, რათა თავიდან ავიცილოთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა”, – განაცხადა ბორელმა.

იტვირთბა....