ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

კუბილიუსი: პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, გაუმარჯოს საქართველოს!

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს მოქალაქეებს მიმართა:

“გამარჯობა, საქართველო, გამარჯობა, ევროპა.

დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის კრიმინალური ომი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვლოცულობთ გმირული უკრაინისთვის. ისინი გაიმარჯვებენ.

უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ევროპამ უნდა სთხოვოს NAთO-ს, უკრაინა შეუერთდეს მას, იმიტომ, რომ NAთO კიდევ უფრო გაძლიერდება ამით.

პუტინისა და რუსეთის ქმედებები ანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას. ემბარგო ადევს რუსეთის გაზსა და ნავთობს. ეს გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას.

აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთის უკანასკნელმა ჯარისკაცმაც კი უკრაინის ტერიტორია, დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ჩათვლით. თუ პუტინს სურს, აიცილოს კატასტროფა, ომი დღეს უნდა დაასრულოს.

ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება. ევროპა სხვანაირი იქნება. ის იქნება უფრო ძლიერი, ისევე, როგორც უკრაინა. და უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს.

მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას. იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს ამ მიმართულებით.

ევროკავშირი ფასეულობათა საზოგადოებაა. ვისურვებდი, საქართველოს ხელისუფლება ამ ფასეულობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარეს იქნება.

ჩვენ გვიყვარს საქართველო. ჩვენ გვიყვარს ქართველები და გვსურს, საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრად დავინახოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, პუტინი ამ ბრძოლას წააგებს. გაუმარჯოს საქართველოს”. – თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

იტვირთბა....