ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასაც.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები და საქართველოსა და უკრაინის დროშები.

მასშტაბური აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

უკრაინის მხარდამჭერი აქციები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მეცხრე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.

იტვირთბა....