ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

არახამია: შესაძლოა, ამ სადგურის აღების შემდეგ, ჩეჩნებმა რუსეთის შანტაჟიც კი დაიწყონ

უკრაინის რადას წევრი, დავით არახამია ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება.

მისი თქმით, შესაძლოა, ჩეჩნებმა სადგურის აღების შემდეგ რუსეთის შანტაჟიც დაიწყონ.

“გუშინ ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. მტერმა ატომურ ელექტროსადგურს შეუტია. ოკუპანტების ძალებს ჩეჩნები წარმოადგენდნენ. ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებენ ეს ადამიანები. შეიძლება ამ სადგურის აღების შემდეგ, ჩეჩნებმა, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ თვით რუსეთის შანტაჟიც კი დაიწყონ. მათ თავში რა მოხდება, არავინ იცის. ეს ატომური ობიექტით განხორციელებული ტერორია”, – ამბობს არახამია.

 

იტვირთბა....