ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის შვიდ რაიონში ხვალ ელექტრომომარაგება შეწყდება

 კომპანია თელასი განცხადებას ავრცელებს:

 სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 22 იანვარს დროებით შეიზღუდება

 დიდგორის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის  მაცხოვრებლებს.

აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის და ავლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, აფხაზეთის და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

იტვირთბა....