საზოგადოება

ქალების 3 ტიპი, რომელთა ცოლად მოყვანა მამაკაცებს არ სურთ

ფსიქოლოგების კვლევით, სტატისტიკურად არსებობს ხასიათის და ქმედების ის მაგალითები, რომლის გამოც ქალები ოჯახს ვერ ქმნიან. მათ შორის შედიან შემდეგი ტიპის ქალები:

1, ბოსი – ურთიერთობის დასაწყისში მამაკაცები ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც ამბიციურია და კარიერას მიყვება საინტერესოა, რადგან მან იცის რა უნდა. თუმცა, საბოლოოდ, კაცები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ქალი მათ მართვას და დარიგებას შეეცდება. ასე რომ, ქალი, რომელიც მკვეთრად ავლენს ხელმძღვანელის თვისებებს მამაკაცთან ურთიერთობაში, ან მასწავლებლის ამპლუას მუდმივად ირგებს, დიდი  შანსია ეულად დარჩეს.

2, მამაკაცის შეცვლის სურვილი – ამ შეცდომას ქალების დიდი ნაწილი უშვებს. ისინი ცდილობენ პარტნიორი შეცვალონ და აქციონ ისეთად, როგორიც თავად სურთ და წარმოუდგენიათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცი მიჰყვება ქალის სურვილს, ეს მხოლოდ დროებითია. მათი უმრავლესობა საბოლოო ჯამში, თავქუდმოგლეჯილი გარბის ამგვარი ქალისგან და პოულობს იმას, ვინც იღებს ისეთს, როგორებიც რეალურად არიან.

3, ნარცისი – თუ თქვენ გსურთ იყოთ ყველაზე ლამაზი, გამორჩეული, ჭკვიანი, მომხიბვლელი, სექსუალური, დახვეწილი… მოკლედ, ყველა ის სიტყვა, რაც მხოლოდ სრულყოფილებასთან ასოცირედება,  და რაც მთავარია, თუ ამის აღნიშვნას გვერდით მყოფი მამაკაცისგანაც აქტიურად მოითხოვთ, ის ერთ დღეს აუცილებლად წავა და იპოვის ვინმეს, ჩვეულებრივ ქალს, რომელთანაც ადამიანურად იცხოვრებს და მისთვის ყოველ დღე ქება-დიდების შესხმა არ დასჭირდება.

იტვირთბა....