ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი რუს სამხედროებზე: ისინი არ არიან ზესახელმწიფოს მებრძოლები, ისინი დაბნეული ბავშვები არიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა. მისი თქმით, მტრის მორალური მდგომარეობა უარესდება, უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა კი მათ არაფერს უთმობს. ზელენსკის თქმით, რუსი ჯარისკაცები დაბნეული ბავშვები არიან და არა ზესახელმწიფოს მებრძოლები.

“უკრაინელმა ხალხმა ერთ კვირაში გატეხა რუსეთის გეგმები, რომლებსაც წლების განმავლობაში მზაკვრულად აწყობდნენ ჩვენი ხალხისადმი და ქვეყნისადმი სიძულვილით განმსჭვალულები. მშვიდობიანი ხალხი რუს ოკუპანტებს ქალაქებში არ უშვებს, ისინი მათ გზებს უკეტავენ, უიარაღოდ გამოდიან სამხედრო ტექნიკის წინაშე. რუს სამხედროებს უკრაინაში ერთი მშვიდი წუთიც კი არ ექნებათ, მათ ყველგან გაანადგურებენ. რუსი დამპყრობლები სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რომ ჩვენ რაც გვეკუთვნის, არ ვთმობთ, მათ ემახსოვრებათ, რომ რომ ასეთია სამამულო ომი. ისინი არ არიან ზესახელმწიფოს მებრძოლები, ისინი დაბნეული ბავშვები არიან, რომლებიც გამოიყენეს. წაიყვანეთ ისინი სახლებში”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მტრის მორალური მდგომარეობა უარესდება.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....