ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელი სამხედროები შეტევაზე გადავიდნენ – ალექსეი არესტოვიჩი

ომის მეშვიდე დღეს, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე პირველად გადავიდნენ, – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ.

“ჩვენი მებრძოლების უმეტესობა თავის პოზიციებს იკავებს და ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა გორლოვკას გარეუბანშიც კი დაწინაურდა. ახლა ისინი იქ იცავენ მიწას და შესაძლოა შეტევა განავითარონ.  ომის მეშვიდე დღეს, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე პირველად გადავიდნენ ცალკეულ სექტორში და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ბოლო შეტევა. მოვა დრო, როცა ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და არა მხოლოდ დავიცავთ მას“, – განაცხადა მან.

ეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.

ამასთან, ყირიმში განლაგებული რუსული 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს რესურსი ეწურებათ და ომში კურსანტებს უშვებენ.

 

იტვირთბა....