ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Anonymous: რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე

რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე, – Anonymous-თან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამჯერად რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი გათიშა.

“რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე”, – წერს Anonymous “ტვიტერზე”.

https://twitter.com/YourAnonTV/status/1498792639877074945?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1498792639877074945%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Ffortuna.ge%2Ffortuna%2Fpost%2Fanonymous-rusets-aghar-aqvs-kontroli-sakutar-jashush-satelitebze

შეგახსენებთ, რომ Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ჰაკერული დაჯგუფების ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა.

გატეხილია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაც.

ზემოთხსენებულთან ერთად, ჰაკერულმა დაჯგუფებამ ბელარუსში მდებარე ბანკებიც დაჰაკა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ Anonymous-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა.

ამასთან, Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა.

“შაბათს ანონიმუსის ჰაკერთა ჯგუფმა პუტინის 97-მილიონ დოლარად ღირებული იახტა Graceful-ის სანავიგაციო სისტემაში შეაღწია და შეუცვალა მონაცემები, თითქოს იახტა უკრაინულ კუნძულ ზმეინის შეეჯახა, შემდეგ კი კურსი შეიცვალა და „ჯოჯოხეთში“ გაემგზავრა”, – წერია ინფორმაციაში.

იტვირთბა....