ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პესკოვი: რუსეთის ეკონომიკა სერიოზული დარტყმის ქვეშაა, მაგრამ ფეხზე დგომას მოვახერხებთ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკას სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. ამის შესახებ პესკოვმა

“რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, სერიოზული დარტყმის ქვეშაა, ასე ვიტყოდი. გვაქვს გეგმები, არსებობს პოტენციალი. მიდის ენერგიული სამუშაოები. ფეხზე დგომას მოვახერხებთ. ამ ვითარებაში, მიმდინარეობს ისეთი ზომების გატარება, რომლებიც დაგვეხმარება რისკების და შედეგების მინიმალიზებაში და ეკონომიკის რყევისგან დაგვაზღვევს. ასეთ სიტუაციაში უხეში, გააზრებული და კონკრეტული ქმედებებია საჭირო”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლურმა ქვეყნებმა, ორგანიზაციებმა და მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა მაგალითად Apple და Boeing, მისთვის სანქციების დაწესება დაიწყეს.

 

 

იტვირთბა....