კომპანია Boeing-მა რუსეთის ავიაკომპანიებს მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters “ბოინგის” პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ შევაჩერეთ რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა”, – წერია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს, მათ შორის, შეზღუდვა ეხება კერძო თვითმფრინავებსაც.
უკვე მეშვიდე დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.