ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დაიღუპა 6 000-მდე რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 200-ზე მეტი ტანკი – როგორია ოკუპანტის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდს.

შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – 5 840-ზე მეტი;
  • ტანკი – 211
  • ჯავშანტექნიკა – 862
  • საარტილერიო სისტემა – 85
  • სარაკეტო სისტემა – 40
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 
  • თვითმფრინავები – 30
  • ვერტმფრენი – 31
  • საავტომობილო ტექნიკა – 355
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 
  • საწვავის რეზერვუარი – 60
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი  – 3

ცნობისთვის, ხარკოვში რუსი ოკუპანტების დესანტი შევიდა და ამ დროისთვის ადგილზე ბრძოლა მიმდინარეობს.

ხარკოვის ცენტრში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, უნივერსიტეტის შენობა და პოლიციის სამმართველო იწვის.

იტვირთბა....