ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა იწვის – უკრაინული მედია

ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა იწვის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო სამსახური.

თვითმხილველთა ვიდეოების მიხედვით, ხარკოვში აფეთქება მოხდა ზუსტად ცენტრში – მაიდანიდან 1,5 კილომეტრში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა  წინა დღეს დაბომბეს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ხანძარია მეზობელი შენობის ნაწილსაც, სადაც ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოა განთავსებული. 

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო, არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე. 

“ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა და ნგრევის რაოდენობა ზუსტდება. ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში. 

იტვირთბა....