ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რა აზრი აქვს, თქვათ “აღარასოდეს”, თუ მსოფლიო ჩუმად იქნება, როდესაც ბომბები ცვივა

რა აზრი აქვთ, თქვათ “აღარასოდეს”, თუ მსოფლიო ჩუმად იქნება, როდესაც ბომბები ცვივა, – აღნიშნული პოსტით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი “ბაბინ იარის” მემორიალის დაბომბვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ისტორია მეორდება და ადამიანები იღუპებიან.

„რა აზრი აქვს, თქვათ, რომ „აღარასოდეს“, 80 წლის განმავლობაში, თუ მსოფლიო იქნება ჩუმად, როდესაც ბომბები ცვივა ისევ ბაბინ იარზე? სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ხარკოვში რუსი ოკუპანტების დესანტი შევიდა და ამ დროისთვის ადგილზე ბრძოლა მიმდინარეობს.

ხარკოვის ცენტრში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, უნივერსიტეტის შენობა და პოლიციის სამმართველო იწვის.

იტვირთბა....