ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ევროკავშირმა უკრაინის რეზოლუცია მიიღო

ევროკავშირმა უკრაინის რეზოლუცია მიიღო.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.

დღეს ბრიუსელში, ევროპელმა დეპუტატებმა ღიად დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ევროდეპუტატების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

სხდომის შემდეგ კი, ევროპარლამენტთან შეკრებილ უკრაინელებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით განაცხადი გუშინ, 28 თებერვალს შეიტანა.

იტვირთბა....