aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ამ ქვეყანაში გასროლა არ მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ამ ქვეყანაში გასროლა არ მოხდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქრონიკაში” განაცხადა.

“მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველომაც დასაჯოს რუსეთი სანქციებით. ამიტომაც გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ადეკვატურად და რელევანტურად, თავის დროზე რომ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთი დაგვესაჯა და გაგვეკოტრებინა და სამტრედიის გზა რომ გადავკეტეთ. ეს ჩვენ ბავშვობაში იყო. დაახლოებით ასეთი ტიპის მოთხოვნაა, დავსაჯოთ რუსეთი ჩვენ ერთმა საქართველომ, ჩვენ ვერ დავსჯით რუსეთს ეკონომიკურად ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. ასევე საუბარი იყოს, რომ ავუკრძალოთ რუსეთის საჰაერო შესაძლებლობები შევზღუდოთ და არავინ აქ რუსული კომპანიები არ ჩამოფრინდნენ. ჩვენთან რუსული კომპანიები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო მიზნით ისედაც არ დაფრინავენ. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე არ გამოვაყენებინოთ მათ, ეს ჩვენ იმდენად გვეხება, რამდენადაც როდესაც ისინი ჩვენ სივრცეს იყენებენ, ისინი მიდიან სხვა ქვეყანაში, ამიტომ ალბათ ამ სხვა ქვეყნებს უნდა ვკითხოთ, ხომ არ დაზიანდებიან. ასე თითის დატკაცუნებით, არ ხდება არც ქვეყნის მართვა და არც გადაწყვეტილებების მიღება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....