საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს წმინდა აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
აბო თბილელი მართლმადიდებლობისათვის მე-8 საუკუნეში ეწამა. ამ პერიოდში საქართველოში არაბები ბატონობდნენ. მათ აბო თბილელის გვამი მეტეხის ხიდთან დაწვეს და ფერფლი მტკვარში გადაყარეს. ეს იყო უპრეცენდნეტო შემთხვევა, როცა დამპყრობელი ერის წარმომადგენელი დაპყრობილი ხალხის სარწმუნოებისთვის ეწამა.
მერვე საუკუნეში თბილისში ისეთი რამ მოხდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყანისას კი არა, მსოფლიო ეკლესიის ისტორიასაც რომ არ ახსოვდა – 786 წლის ნათლისღების დღეს, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძრის ეზოში არაბებმა თავი მოჰკვეთეს თავიანთ გაქრისტიანებულ თანატომელს, სახელად აბოს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და აბო თბილელი უწოდა. ეს მოვლენა უპრეცედენტო იმით გახლავთ, რომ დამპყრობელი ერის შვილმა დაპყრობილი ხალხის სარწმუნოებისთვის დადო თავი.
დღეს, მეტეხის ხიდის მახლობლად, აშენებულია აბო თბილელის სახელობის პატარა ტაძარი.