ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი” – სააკაშვილი წერილს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და აქციის მონაწილეებისა და უკრაინაში წასვლის მსურველი მოხალისეებისთვის მადლობის გადახდა სთხოვეს.

“დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი. ​​​​​​​”ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება”.

ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ. ასევე ერმაკმა მთხოვა, მადლობა გადამეცა მოხალისეებისთვის, ვინც მიდის უკრაინაში. მათ იქ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი მოუთმენლად ელიან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....