ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიაშკო: ოთხი დღის განმავლობაში, ომს უკრაინაში 16 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ ომს 16 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“მეოთხე დღეა, უწყვეტად ვცდილობთ დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენას. ბავშვებს ვუტარებთ ოპერაციებს. სამწუხაროდ, 16 მათგანის გადაჩენა ვერ შევძელით. ეს იმის შედეგია, რასაც სჩადის რუსეთის არმია, არც შეიძლება მას ეს სახელი ეწოდოს. ის, ვინც მედიკოსებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ესვრის, არ არის არმია, ისინი არიან ტერორისტები”, – განაცხადა მან ტელეკომპანია Рада-ს ეთერში ლიაშკომ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....