გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ამ ეტაპზე 240 დაზარალებულის შესახებ დასტურდება ინფორმაცია, ხოლო მოკლულია სულ მცირე 64 სამოქალაქო.
“რეალური ციფრები, გაცილებით დიდია, რადგან მრავალი ცნობა დაღუპულთა შესახებ, ჯერაც დასადასტურებელია”, – აცხადებენ გაეროში.
როგორც განმარტებულია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მართვის ცენტრი გაეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კონფლიქტის შედეგებისა და ადამიანური დანაკარგების შესახებ მკაცრი მეთოდოლოგიითა შეისწავლის და გადამოწმების პროცედურებს ახორციელებს, რაც დროსთანაა კავშირში.
ამასთან, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა უკვე 368 000-სს აღწევს.